თბილისის N120 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან „ეკოგმირი“ შექმნეს
17-05-2021
თბილისის N120 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან „ეკოგმირი“ შექმნეს.
სკოლის აღსაზრდელებმა ეგოგმირს „რობო“ დაარქვეს.
„დედამიწას უცხო პლანეტიდან რობოტი ესტუმრა. ის ძალიან შეწუხდა დანაგვიანებული გარემოთი, დიდხანს ფიქრობდა და გადაწყვიტა დახმარებოდა მას. შეგროვებული ნარჩენებით შექმნა ახალი რობოტი, რომელსაც სახელად ,,რობო" დაარქვა. მას დაავალა დედამიწას დახმარებოდა, თვითონ კი დაბრუნდა თავის პლანეტაზე. რობოს დაუმეგობრდნენ მეოთხე კლასის მოსწავლეები, ამიერიდან ისინი ერთად იზრუნებენ დედამიწის გაჯანსაღებაზე,“ - ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს