ედნარ დიასამიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სახალვაშოს საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშურებით ჩატარდა ღონისძიება, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ნაირა აბაშიძემ გახსნა. მან ქართული ენის წარსულსა და აწმყოზე ისაუბრა.
მე-5 კლასის მოსწავლეებმა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „ენა შემკული და კურთხეული“ წარმოადგინეს.