ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა eTwinning-ის დღე აღნიშნეს
17-05-2021
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლაში eTwinning-ის დღე აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა ნახატები, პოსტერები და ვიდეო-კოლაჟები შექმნეს. მოეწყო მხიარული სტარტებიც.
სკოლის აღსაზრდელებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. აქტიური მოსწავლეები სერთიფიკატებითაც დაჯილდოვდნენ.
სკოლის ინფორმაციით, ჩხორიის საჯარო სკოლა უკვე მეოთხე წელია ჩართულია eTwinning პროექტებში, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეებში 21-ე საუკუნისათვის საჭირო უნარების განვითარებას. მოსწავლეები ხალისით ერთვებიან სხვადასხვა აქტივობებში; გაიჩინეს უცხოელი მეგობრები; განუვითარდათ ინგლისური ენისა და ისტ ტექნოლოგიების უნარები; გახდნენ უფრო ფართოდ და თავისუფლად მოაზროვნეები. წელს ჩხორიის საჯარო სკოლას eTwinning სკოლის ტიტული მიენიჭა.