კერძო სკოლა „საუნჯეს“ მოსწავლემ საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის სპეციფიკასა და მიმდინარეობაზე პრეზენტაცია ჩაატარა
13-12-2017
კერძო სკოლა „საუნჯეს“ მოსწავლე ვახტანგ დარახველიძე გაცვლითი პროგრამით მოლდოვაში იმყოფებოდა. საინტერესო პროექტში „What do you think“ მონაწილეობა მან სკოლის ადმინისტრაციისა და საგანმანათლებლო ორგანიზაცია „CISV-საქართველოს“ დახმარებით შეძლო.
მოლდოვადან დაბრუნებულმა ვახტანგმა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს საერთაშორისო გაცვლითი პროექტის სპეციფიკა და მიმდინარეობა გააცნო. დამსწრეებს შორის ორგანიზაცია „CISV-საქართველოს“ პრეზიდენტი პავლე თვალიაშვილი იყო. ის მოსწავლეებს საინტერესო საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის მისაღებად დახმარებას დაჰპირდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს