
„დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ - პროფესორ ავთანდილ პოპიაშვილის სახელობის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე ბექა წიწოლაშვილმა მეორეული ნარჩენებისგან არაჩვეულებრივი ნამუშევარი - „ორსართულიანი სახლი“ დაამზადა.
ნამუშევრის დასამზადებლად ბექამ გამოიყენა: ნაყინის ჩხირები, ასანთის ღერები, მუყაო, საღებავი, ბამბუკის ჩხირები, ბადე, ქსოვილის ნარჩენები, თაბახის ფურცლები და წებო.
„ძალიან ლამაზი სახლია ბექა“ - ასე შეუფასეს პედაგოგებმა მოსწავლეს ნამუშევარი.
იხილეთ ფოტოები