
ჯოჭოს საჯარო სკოლის დირექცია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წიგნების ჩუქებისთვის მადლობას უხდის.
2021 წელს აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ 15 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში 500 დასახელების 12 000 წიგნი შეიტანეს. ამ სკოლებს შორისაა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოჭოს საჯარო სკოლაც.
„უღრმესი მადლობა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის განახლებისთვის“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები