ზემო ქედის N1 სკოლის მოსწავლეებმა ქართული ზღაპარი - „კომბლე“ გაათანამედროვეს
17-05-2021

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უძველესი ქართული ზღაპარი - „კომბლე“ გაათანამედროვეს და საკუთარი წიგნი შექმნეს. ბავშვებს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარინე ბურდიაშვილი ხელმძღვანელობდა.

„მე-5 კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივ პროგრამაში შეტანილია ისეთი საკითხები, რომლებიც მოითხოვს ისეთი საგანმანათლებლო საკითხების გახორციელებას, როგორიცაა „სწავლა კეთებით“.

ამ პროექტის ფარგლებში, ზემო ქედის N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა გაათანამედროვეს უძველესი ქართული ზღაპარი და შეეცადნენ შეექმნათ (აეკინძათ, დაესათაურებინათ, მოეხატათ) საკუთარი წიგნი.

ამ პროექტით მოსწავლეებმა გაიგეს, რა ძნელია წიგნის შექმნა და მას ამიტომაც უნდა მოვუფრთხილდეთ, რომ დავიწყებას არ მიეცეს თუნდაც საკუთარი შემოქმედება.

გთავაზობთ საუკეთესო ნიმუშებს“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203