თბილისის N23 საჯარო სკოლის მოსწავლე ანი ლომინაძემ მომავალი არქიტექტორების კონკურსში წარმატება მოიპოვა 
17-05-2021
ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის N23 საჯარო სკოლის მე-11მოსწავლე, ანი ლომინაძე მომავალი არქიტექტორების კონკურსში „მწვანე სივრცეეში ახალი რეალობაში“ მონაწილეობდა.

კონკურსი კავკასიის უნივერსიტეტისა და ლისი დეველოპმენტის ორგანიზებით ჩატარდა.

სკოლის ინფორმაციით, ანი კონკურსანტებს  შორის ყველაზე პატარა მონაწილე იყო, მისმა ჯგუფმა კი პირველი ადგილი დაიკავა.
კონკურსის მონაწილეებმა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე სივრცეების ახალ რეალობაზე ადაპტაციის იდეები წარმოადგინეს. 

კონკურსის გამარჯვებულებს კავკასიის უნივერსიტეტის სასწავლო ვაუჩერები გადაეცათ.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203