წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის ეზოს გალამაზებაზე პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ერთობლივად ზრუნავენ
17-05-2021

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის ეზოს გალამაზებაზე პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ერთობლივად ზრუნავენ. სკოლის ეზოში სხვადასხვა ნერგის დარგვა გრძელდება. მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში.

„ჩვენს მწვანე ქალაქში არის ერთი სკოლა, რომელსაც ასეთივე მწვანე ეზო აქვს, მის გლამაზებაში მონაწილეობას იღებენ მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები. 

ეზოს ყოველდღე ახალი ნერგები ემატება. მოსწავლის იოსებ ხარაბაძის დედამ მარიამ მელიავამ და მისმა მეუღლემ დაგვიმზადეს ულამაზესი დიდი ქვის კალათები და შიგ უამრავი ლამაზი ნერგი ჩარგეს. 

ჩვენმა საყვარელმა მოსწავლეებმა, დებმა - მარიამ და ქრისტინე ბენიძეებმა ახალი ბინადრებით კიდევ უფრო გაალამაზეს ჩვენი ეზო. 

ასეთი ურთიერთობები ამტკიცებს სასკოლო საზოგადოებას და ყველა ერთად ზრუნავს მეორე ოჯახზე, სკოლაზე. 

ჩვენი ეზოს გალამაზება ინტენსიურად გრძელდება“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203