ხორენიის საჯარო სკოლაში შაშსა და ჭადრაკში ყოველწლიური შიდასასკოლო შეჯიბრება ჩატარდა
17-05-2021

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლაში შაში-ჭადრაკის შიდა შეჯიბრება ყოველწლიურად ტარდება, რომელსაც ამავე სკოლის სპორტის მასწავლებელი სრაპ გაბრიელიანი ხელმძღვანელობს.

შეჯიბრებაში ჩართულნი არიან V-XII კლასის მოსწავლეები. ამჯერადაც, გამოვლინდნენ  გამარჯვებულები, მათ სკოლის დირექტორმა რუბენ ვარდანიანმა მოტივაციის ასამაღლებლად სერტიფიკატები გადასცა.

„შაშში

I- ადგილი  დაიკავა IX კლასის მოსწავლემ, ფიდანიან აკოფ

II-ადგილი დაიკავა VI კლასის მოსწავლემ, ფიდანიან  გრიგორ

III-ადგილი დაიკავა XII კლასის მოსწავლემ, გევორგიან თელმან

ხოლო ჭადრაკში

I-ადგილი დაიკავა XII კლასის მოსწავლემ, სიმონიან ედგარ

II-ადგილი დაიკავა XII კლასის მოსწავლემ, გევორგიან თელმან

III-ადგილი დაიკავა  IX კლასის მოსწავლემ, ფიდანიან აკოფ“-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203