თბილისის N190 სკოლის მოსწავლე ერეკლე ტაბატაძემ ჭადრაკის ჩემპიონატზე პირველი ადგილი მოიპოვა
17-05-2021

თბილისის N190 საჯარო სკოლის მოსწავლე ერეკლე ტაბატაძემ ჭადრაკში, 12 წლამდე ჭაბუკთა შორის, საქართველოს ჩემპიონატზე პირველი ადგილი მოიპოვა.

თბილისის N190 საჯარო სკოლის დირექცია ამაყობს Vა კლასის მოსწავლის წარმატებით. კლასის ხელმძღვანელი ნატო სამნიაძეა.

„მადლობა ყველა მწვრთნელს, ვინც წვლილი შეიტანა ერეკლეს წარმატებაში“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203