მატნის N2 საჯარო სკოლის ეზო მოსწავლეებმა გაამწვანეს
14-05-2021

22 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, მატნის N2 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა სკოლის ეზო დაამშვენეს და გაამწვანეს.

მოსწავლეები გარემოსდაცვით აქტივობაში ხალისით ჩაერთვნენ და იაქტიურეს. 

„მადლობა დამრიგებელს ნინო ზუბაშვილს ყურადღებისთვის და მონდომებისთვის“- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

დედამიწის საერთაშორისო დღე 22 აპრილს აღინიშნება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203