დაბა შუახევის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ, კეთილმოწყობილ შენობაში ისწავლიან
14-05-2021
შუახევის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს დაბა შუახევის საჯარო სკოლის მშენებლობა, რომლის დასრულებაც 2021 წელსაა დაგეგმილი.

პროექტის მიხედვით აშენდა სამ სართულიანი შენობა, რომელიც გათვლილია 240 მოსწავლეზე. 

„შენობაში განთავსდება სასწავლო და დამხმარე ოთახები, სპორტული და სააქტო დარბაზები, სასადილო. ამასთან, შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, მოეწყობა ლიფტი და პანდუსი. სრულად კეთილმოეწყობა ეზო, განთავსდება მოსაცდელი, ღია სპორტული და სათამაშო მოედნები.მშენებლობის ღირებულება 2 171 873 ლარია“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203