
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალის ადმინისტრაცია ეკონომიკისა და მეწარმეობის მასწავლებელს, ნანა კუპრეიშვილს გვაცნობს. „პროგრესის“ ადმინისტრაცია მხარს უჭერს პედაგოგების მუდმივ პროფესიულ და პიროვნულ ზრდა-განვითარებას.
„ეს ჩვენი ეკონომიკისა და მეწარმეობის მასწავლებელი, ნანა კუპრეიშვილია. ის სკოლა „პროგრესის“ მხარდაჭერით „კოდინგის სკოლაში“ სწავლობს და ეუფლება პროგრამირებისა და ჰიპერტექსტული მარკირების ენებს.
„კოდინგის სკოლა ქალებისთვის“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა როლის გაძლიერებას ტექნოლოგიების სფეროში.
წარმატებას ვუსურვებთ ნანა მასწავლებელს როგორც პროფესიაში, ასევე მის ყველა ინტერესის სფეროში!
„პროგრესი“ მხარს უჭერს საკუთარი მასწავლებლების მუდმივ პროფესიულ თუ პიროვნულ ზრდასა და განვითარებას“, - აღნიშნულია დირექციის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტო