ჩაოს საჯარო სკოლაში წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნეს
14-05-2021
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაოს საჯარო სკოლაში წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნეს.

„23 აპრილს მსოფლიოში წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. თარიღი „იუნესკომ“ აირჩია და წიგნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. წიგნის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად საქართველოშიც აღინიშნება. ჩაოს საჯარო სკოლა  შეუერთდა ამ ღონისძიებას და ამ დღესთან დაკავშირებით სკოლის ბიბლიოთეკაში მოეწყო წიგნის განხილვა.

მოსწავლეების ინიციატივით განიხილეს ვიქტორ ჰიუგოს ნაწარმოები „კაცი რომელიც იცინის“.  ამ წიგნმა ბავშვებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა და დიდი ემოციებით აღავსო ისინი“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203