ტყიბულის N6 სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადაში I ხარისხის სერტიფიკატები დაიმსახურეს
14-05-2021

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები - გიორგი ჩაფიძე (მე- 3 კლასი), მარიამ დიასამიძე (მე-3 კლასი) და ირაკლი დიასამიძე (მე-4 კლასი) izrune.ge-ს მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

მოსწავლეებს I ხარისხის სერტიფიკატები გადაეცათ. 

მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადა საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ზე 29 აპრილს გაიმართა.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203