ბორის საჯარო სკოლის ტერიტორია მოსწავლეებმა დაასუფთავეს
14-05-2021
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს.

ამ დღესთან დაკავშირებით მე-7 კლასის მოსწავლეებმა სკოლის შიდა ტერიტორია ნარჩენებისგან გაწმინდეს, დაასუფთავეს და გაალამაზეს.

მოსწავლეები აქტივობაში ხალისით ჩაერთვნენ. მათი მთავარი გზავნილი იყო, რომ აუცილებელია თითოეული მოქალაქე გარემომცველ სამყაროზე ზრუნავდეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203