„ბრბოს ფსიქოლოგია“ - ლესის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაკვეთილზე დისკუსია გამართეს
14-05-2021
გიორგი ლომაძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის საჯარო სკოლის მე-9 კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ნონა ტყეშელაშვილმა საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა თემაზე - „ბრბოს ფსიქოლოგია“.
საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ.
მათ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დისკუსია გამართეს და დღევანდელობასთან პარალელი გაავლეს.