ტყიბულის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეების წარმატება izrune.ge-ს მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადაში
14-05-2021
ტყიბულის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები - გიორგი ბოჭორიშვილი (მე - 2 კლასი), მარიამ ცერცვაძე (1-ელი კლასი) და ლუკა ცერცვაძე (მე- 4 კლასი) izrune.ge-ს მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს მათი წარმატების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.
მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადა საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ზე 29 აპრილს გაიმართა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.