„ჩემი თვალით დანახული დედამიწა“ - წესის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნამუშევრები შექმნეს
14-05-2021
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს.
მოსწავლეებმა თემაზე - „ჩემი თვალით დანახული დედამიწა“ ნამუშევრები შექმნეს.
მოსწავლეები აქტივობაში ხალისით ჩაერთვნენ და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
დედამიწის საერთაშორისო დღე 22 აპრილს აღინიშნება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.