თბილისის N67 საჯარო სკოლა აქტიური სასკოლო ცხოვრებით გამოირჩევა
14-05-2021
თბილისის N67 საჯარო სკოლა აქტიური სასკოლო ცხოვრებით გამოირჩევა.

სკოლა ჩართულია „სკოლათაშორის დისტანციური დებატების ტურნირი 2021-ში“, სადაც მოსწავლე ლიზა ქარდავა ტოპ-სპიკერად დასახელდა.

სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას მიზნით, მე-10 კლასის მოსწავლებმა, ნიკა გიორგაძემ და ნუცა კალანდაძემ, თბილისში ჰაერის დაბინძურების საკითხის კვლევა ჩაატარეს, რომელიც სკოლის facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.

22 აპრილს სხვადასხვა აქტივობით აღინიშნა დედამიწის დღეც. გაიმართა კონფერენცია თემაზე: „საქართველოს ეკოლოგიური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“, „თბილისის მდგრადი განვითარება“;  გარდა ამისა,  მოეწყო ნახატების გამოფენა თემაზე „ვუშველოთ დედამიწას“.

ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით სკოლაში გაიმართა საუბრები თემაზე - „ საქართველოს როლი მსოფლიოს ფაშიზმისაგან განთავისუფლების საქმეში“.

სულაკაურის გამომცემლობის მიერ გამოცხადებულ კონკურსში „ყველაზე  წიგნიერი“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა. ნინო რუხაძემ „ძმები ლომგულები“-ის ნაწყვეტზე შექმნა/დაწერა გაკვეთილის გეგმა, რომელმაც დიდი მოწონება  დაიმსახურა და მოხვდა ათ კონკურსანტს შორის. პედაგოგის ნამუშევარი აიტვირთა სულაკაურის გამომცემლობის საიტზე, მასწავლებლის გვერდის განყოფილებაში.


სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადებიან.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203