ტყიბულის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები izrune.ge-ს მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
ტყიბულის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები - მარიამ გოგბერაშვილი (მე-3 კლასი), ლუკა გაბადაძე (მე-3 კლასი), საბა კირკიტაძე (მე-3 კლასი), ლიზი ბოჭორიშვილი (მე-3 კლასი) და ნიკოლოზ ბეშკენაძე (მე-4 კლასი) izrune.ge-ს მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს მათი წარმატების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.
მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადა საგანმანათლებლო პორტალ
izrune.ge-ზე 29 აპრილს გაიმართა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტოები