ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთის N2 საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა.ღონისძიებაზე „ტაძარში ერთი ღმერთია - ენაი ქართული“ მოსწავლეებმა დედაენასთან დაკავშირებული ლექსები და ციტატები წაიკითხეს.
მათ იაკობ გოგებაშვილის ღვაწლზე ამაღელვებელი სიტყვებით ისაუბრეს და ქართული ენის მნიშვნელობა გამოკვეთეს.
დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები: