
„მადლობა თავისუფლებისათვის“ - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში 9 აპრილის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებაში V-IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ბავშვებმა ამ თარიღის მნიშვნელობაზე და ისტორიაზე ისაუბრეს. გაიხსენეს დაღუპული გმირები და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
ღონისძიებას პედაგოგები - ბელა ლაღაძე და თამარ სარიშვილი ხელმძღვანელობდნენ.
იხილეთ ფოტოები: