ტყიბულის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადაში სერტიფიკატები დაიმსახურეს
ტყიბულის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადაში სერტიფიკატები დაიმსახურეს.წარმატებული მოსწავლეები არიან: მეორეკლასელები - გიორგი ბეშკენაძე, დავით გაბრიაძე, ლიზი გოცირიძე, პირველკლასელი ანასტასია მესხორაძე და მესამეკლასელი ბარბარე სოფრომაძე.
დირექცია ულოცავს მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტოები