ციხისძირის საჯარო სკოლაში შემოქმედებითი, სპორტული, გარემოსდაცვითი თუ საქველმოქმედო ღონისძიებები აქტიურად ტარდება
14-05-2021
ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლა აქტიურობით გამოირჩევა.

სკოლაში შემოქმედებითი, სპორტული, გარემოსდაცვითი თუ საქველმოქმედო ღონისძიებები ხშირად ტარდება.

სკოლის აღსაზრდელებმა არაერთ კონკურსსა თუ პროექტში მიიღეს მონაწილეობა და სერტიფიკატებიც დაიმსახურეს. მოსწავლეებმა სპორტულ შეჯიბრებშიც წარმატებით იასპარეზეს.

სკოლაში აპრილის თვის ისტორიულ თარიღებს ღონისძიებები მიუძღვნა. მოსწავლეებმა დედა ენის დღე აღნიშნეს და 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

სკოლის აღსაზრდელებმა დედამიწის დაცვის საერთაშორისო დღეც იზეიმეს და გარემოს დასუფთავების მიზნით არაერთი აქტივობა გამართეს.

იხილეთ ვიდეოები



 იხილეთ ვიდეო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203