ყუმურის საჯარო სკოლის პედაგოგებმა მასწავლებელთა ტესტირება წარმატებით გაიარეს
14-05-2021
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმურის საჯარო სკოლის პედაგოგებმა, სოფიკო ბოლქვაძემ და ელიზა თვალაბეიშვილმა მასწავლებელთა ტესტირება წარმატებით გაიარეს.
ტესტირება USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.
„სკოლის დირექცია და მასწავლებლები მადლობას უხდიან ტრენერ ბელა დურგლიშვილს ტრენინგების მსვლელობის დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის“, - აღნიშნულია სკოლი მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.