„ქართველი მწერლები“ - მშვიდობაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები გამართეს
14-05-2021
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობაურის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა პრეზენტაციები წარადგინეს თემაზე: „ქართველი მწერლები“.
სკოლის აღსაზრდელებმა ვაჟა-ფშაველას, ნოდარ დუმბაძის, ილია ჭავჭავაძისა და სხვა გენიალური ქართველი მწერლების როგორც ბიოგრაფია, ასევე, შემოქმედება გაიხსენეს.
მოსწავლეებმა მათ ღვაწლზე იმსჯელეს და ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს.