დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლების საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს.
მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემებზე ნამუშევრები შექმნეს და ეკოლოგიური პასუხისმგებლობა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და მოფრთხილების საქმეში თითოეული ჩვენგანის როლი კიდევ ერთხელ გაიაზრეს.
დედამიწის საერთაშორისო დღე 22 აპრილს აღინიშნება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
იხილეთ ბმული: