თბილისის N202 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ წიგნები გადასცა
14-05-2021

თბილისის N202 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჩუქრად წიგნები გადასცა. სკოლის დირექცია სამინისტროს ძვირფასი საჩუქრებისთვის მადლობას უხდის.

„წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღესთან დაკავშორებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცა.

202-ე სკოლის ადმინისტრაცია, მოსწავლეები და პედაგოგები მადლიერებას გამოვხატავთ ძვირფასი საჩუქრებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203