ოზურგეთის N2 სკოლის მოსწავლეებმა თემაზე -„ანა ფრანკის დღიურები“ საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს
14-05-2021
ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მე-61 სკოლის მოსწავლეებმა პრეზენტაციები წარადგინეს თემაზე - „ანა ფრანკის დღიურები“.
მოსწავლეებმა „ანა ფრანკის დღიურების“ შექმნის ისტორიაზე, მნიშვნელობასა და მის ლიტერატურულ ღირებულებაზე ისაუბრეს. მათ ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს. სკოლის მოსწავლეებმა ანა ფრანკის ტრაგიკულ ბედზე იმსჯელეს.
„ანა ფრანკის დღიური“ პირველად 1947 წელს ჰოლანდიაში დაიბეჭდა სახელწოდებით „თავშესაფარი“. იგი ოცზე მეტ ენაზე ითარგმნა და მსოფლიოში მილიონიანი ტირაჟით გავრცელდა. ამ ნაწარმოების მიხედვით შეიქმნა პიესები და კინოფილმები, დაიწერა მრავალი გამოკვლევა. დღიურის ავტორი არა რომელიმე ცნობილი მწერალი, არამედ 13 წლის ებრაელი გოგონა ანა ფრანკია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს