აკეთის საჯარო სკოლაში ისტორიის მასწავლებლის, ლეილა გოგელიას ინიციატივით დედამიწის დღე აღინიშნა
14-05-2021
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის საჯარო სკოლაში ისტორიის მასწავლებლის, ლეილა გოგელიას ინიციატივით, დედამიწის დღე აღინიშნა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ბავშვებმა იმსჯელეს, თუ როგორ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი პლანეტა, დედამიწა, დაბინძურებისაგან. ყურადღება გაამახვილეს იმ საფრთხეებზე, რომლებიც ადამიანს ბუნების დაბინძურებით ექმნება.
მოსწავლეთა და თემის მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად მოამზადეს ბუკლეტები, ვიდეორგოლი და გაზეთი.