ტურცხის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა, შორენა აკოფაშვილმა ღია გაკვეთილი ქართულ ადათ-წესებს მიუძღვნა
14-05-2021

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა შორენა აკოფაშვილმა მე-8 კლასში ღია გაკვეთილი ჩაატარა. მოსწავლეებს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ადათ-წესებზე ინფორმაციები უნდა მოეძიებინათ, რაც საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა ბავშვებისთვის.

„გაკვეთილი ეხებოდა ჩვენი სოფლისა და საქართველოს სხვადასხვა კუთხის ადათებსა და წესებს.

მოსწავლეებს დავალებული ჰქონდათ ჩაეტარებინათ კვლევა (გამოკითხვა) სოფლის მასშტაბით და გაცნობოდნენ სოფელში არსებულ ძველებურ, უკვე გადავარდნილ ან ჯერ კიდევ შემორჩენილ წესებსა და ადათებს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლეებმა დიდი პასუხისმგებლობითა და ხალისით ჩაატარეს გამოკითხვა, ჩაიწერეს რესპონდენტებთან საუბარი, გამოიყენეს ინტერნეტი, ვიკიპედია, ისტორიის სახემძღვანელოები და მოამზადეს პრეზენტაცია. მათ წარმოადგინეს როგორც ქრისტიანული, ისე სხვა ადათ-წესები, ისაუბრეს შობაზე, ახალ წელზე, ნათლისღებაზე, ალილოს შესახებ, რვა მარტზე, ოდაზე, ქორწილებზე და სხვა“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203