გამარჯვების საჯარო სკოლის მოსწავლემ საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან ორიგინალური ნამუშევარი შექმნა
14-05-2021
პროფესორ ავთანდილ პოპიაშვილის სახელობის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლემ, ელენა პოპიაშვილმა ნამუშევარი - „ეკოპინგვინი“ შექმნა.
მან „ეკოპინგვინის“ დასამზადებლად საყოფაცხოვრებო მასალები: პლასტმასის ბოთლები, ქაღალდის ნარჩენები, წებო, საქსოვი ძაფის ნარჩენი და საღებავი გამოიყენა.
„მე ეკოგმირს „ეკოპინგვინი“ დავარქვი. მე ის შევქმენი, რათა ბუნება ნარჩენებისგან დავიცვა. ამ მზრუნველობამ შეიძლება მყისიერი თვალშისაცემი ეფექტი ვერ მოგვცეს, მაგრამ სამომავლოდ ეს ყველაფერი გარემოს დადებითად აისახება“, - ამბობს მეშვიდეკლასელი, ელენა პოპიაშვილი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს