„ტოლერანტული საქართველო“ - ზემო ქედის N1 საჯარო სკოლის მე-6 კლასში ისტორიის პედაგოგმა პრეზენტაცია გამართა
14-05-2021
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ზემო ქედის N1 საჯარო სკოლის მე-6 კლასში ისტორიის მასწავლებელმა, ნინო პეტრიაშვილმა პრეზენტაცია გამართა თემაზე „ტოლერანტული საქართველო“.
პედაგოგმა მოწავლეებს აუხსნა, თუ როგორ ვითარდება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სამოქალაქო ინტეგრაცია და ტოლერანტობის კულტურა.
მოსწავლეებისთვის პრეზენტაცია საინტერესო და მრავლისმომცველი აღმოჩნდა.