ქუთაისის N5 სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებელმა, სოფიკო ვაშაკიძემ მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი ჩაატარა
14-05-2021
ქუთაისის N5 საჯარო სკოლის მე-11 კლასში ინგლისურ ენაში საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა თემაზე: „Living Planet“.

საგაკვეთილო პროცესის მსვლელობისას მოსწავლეებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ლექსიკური ერთეულების გამოყენებით ტექსტის გაგება, გააზრება და  პოსტერ-პრეზენტაციის შექმნა შეძლეს.

გაკვეთილი მოთელვითი აქტივობით დაიწყო. მოსწავლეებმა ისაუბრებს იმ პრობლემებზე, რომელთა წინაშეც დღევანდელი სამყარო დგას. მათ გამოთქვეს მოსაზრებები, თუ როგორ შეიძლება შევზღუდოთ ელექტროენერგიისა და ყველა იმ რესურსის გამოყენება, რომელიც სამყაროში ნახშიროჟანგის ნაკვალევის სახით ვლინდება და ცუდად აისახება თითოეული ადამიანის ჯანმრთელობაზე.

საბოლოოდ, სკოლის აღსაზრდელებმა მათთვის საოცნებო პლანეტის პოსტერი შექმნეს.

საგაკვეთილო პროცესს ინგლისური ენის მასწავლებელი, სოფიკო ვაშაკიძე უძღვებოდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203