ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეები ემოციების მართვას საინტერესო აქტივობებით სწავლობენ
14-05-2021
ქუთაისის N36 საჯარო სკოლა ახალი სკოლის მოდელის პროექტის ფარგლებში ემოციური ინტელექტის განვითარების კუთხით მუშაობას აგრძელებს.
მე-4დ კლასში დამრიგებლის, ირმა კოჭბიანის მიერ განხორციელებული აქტივობის მიზანი მოსწავლეებისთვის ბრაზით, იმედგაცრუებითა და მარტოობით გამოწვეული ემოციების მართვის სწავლება იყო. პედაგოგმა სკოლის აღსაზრდელებს აუხსნა, რომ დეპრესიით, ბრაზით ან თანატოლებთან კონფლიქტით წარმატებას ვერ მიაღწევენ.
მოსწავლეებმა საკუთარი გამოცდილებიდან კონფლიქტური სიტუაციები გაიხსენეს; იმსჯელეს გამომწვევ მიზეზებზე, შეაფასეს საკუთარი საქციელი, ისაუბრეს შეიძლებოდა თუ არა კონფლიქტის თავიდან აცილება და რა გზებისთვის უნდა მიემართათ საამისოდ. სკოლის აღსაზრდელები საბოლოოდ მივიდნენ დასკვნამდე, რომ დადებითი ემოციები კონფლიქტურ სიტუაციებს აგვარებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს