რამდენჯერ შეიძლება მოსწავლის შეჩერებული სტატუსის აღდგენა - სამინისტრო განმარტავს, არის თუ არა ლიმიტი დაწესებული
21-05-2021

თუ მოსწავლე 45 სასწავლო დღის განმავლობაში სკოლაში არ გამოცხადდება ან არ ჩაერთვება დისტანციურ სწავლებაში, მას სტატუსი შეუწყდება - ასეთია განათლების მინისტრის ბრძანება. 

თუმცა ამ რეგულაციასაც თავისი წესები გააჩნია - სკოლა ვალდებულია პრევენციული ღონისძიებები მიიღოს - ზედიზედ მე-10 და მე-20 სასწავლო დღის გაცდენის შემთხვევაში, კლასის დამრიგებელმა უნდა მოამზადოს წერილობითი ანგარიში, რომელიც წარედგინება რესურსცენტრს, ერთვება ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სოციალური მუშაკი და მოსწავლის სტატუსის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ორი სამუშაო დღის ვადაში უნდა ეცნობოს მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს. თავის მხრივ, როგორც კი მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი დაწერს განცხადებას, მოსწავლეს სტატუსი აღუდგება.

Etaloni.ge დაინტერესდა, რამდენჯერ აქვს უფლება მშობელს, მოსწავლისთვის სტატუსის აღდგენის მოთხოვნით მიმართოს სკოლას? - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გვიპასუხეს, რომ „ამ კუთხით შეზღუდვა დაწესებული არ არის“. ასე რომ, მშობელი რამდენჯერაც დაწერს განცხადებას, მოსწავლეს სტატუსი იმდენჯერ აღუდგება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...