„აღვადგინოთ დედამიწა“ - ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნერგები დარგეს
13-05-2021

გელა ჭედიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლოზუნგით - „აღვადგინოთ დედამიწა“ დედამიწის დღე აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობები განახორციელეს, მათ შორის გარემოსდაცვით თემებზე ნამუშევრები შექმნეს და შერჩეულ ტერიტორიაზე ნერგები დარგეს. 

დედამიწის საერთაშორისო დღე 22 აპრილს აღინიშნება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203