ძირულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე გარემოსდაცვითი ღონისძიებებით აღნიშნეს
13-05-2021
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულის საჯარო სკოლაში დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით ორიგინალური თემატური ნახატები შექმნეს.

მათ სკოლის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანებაზეც იზრუნეს და ამ მიზნით, ეზოში ხეები დარგეს.

22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.

საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიებით აღნიშნავს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203