თბილისის N149 საჯარო სკოლაში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი აქტივობები გაიმართა
13-05-2021
თბილისის N149 საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით მრავალფეროვანი აქტივობები გაიმართა.

მე-4გ  კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს. მოსწავლეებმა ყურადღება ბუნებრივი რესურსების დაცვის აუცილებლობაზე გაამახვილეს და საზოგადოებას დედამიწაზე ზრუნვისკენ მოუწოდეს.

სკოლის აღსაზრდელებმა თემატური ნახატების გამოფენაც მოაწყვეს.

დედამიწის საერთაშორისო დღე 22 აპრილს აღინიშნება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.


იხილეთ ვიდეო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203