„გავაფერადოთ გარემო“ - ამბროლაურის N2 საჯარო სკოლაში შემოქმედებითი პროექტი განხორციელდა
13-05-2021
ამბროლაურის N2 საჯარო სკოლაში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის, შორენა გელოვნიშვილის ინიციატივით პროექტი „გავაფერადოთ გარემო“ განხორციელდა.
სახალისო და შემოქმედებითი აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა სკოლის შესასვლელის ღობეები ფერადი საღებავებით მოხატეს.
ყვავილები, ცხოველები, მზე, საქართველოს დროშა - ეს მოსწავლეთა ნამუშევრების არასრული ჩამონათვალია. სკოლის აღსაზრდელებმა ნახატებით თავიანთი ემოციები და განწყობები გამოხატეს.
ფერადმა ღობეებმა გარემო კიდევ უფრო ლამაზი და ხალისიანი გახადა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს