ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტ „ტოლერანტობის სამეზობლოს“ ფარგლებში საინტერესო ნამუშევრები შექმნეს
13-05-2021
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტის „ტოლერანტობის სამეზობლო“ ფარგლებში საინტერესო აქტივობებს განაგრძობენ. მოსწავლეებმა აღნიშნულ თემაზე ნამუშევრები შექმნეს და წარმოადგინეს.

„პროექტის ფარგლებში ჩვენი სკოლის საჯარო სივრცეში, სადაც უამრავი მრავალწლიანი ხეივანია, საოცარი ხეებით სწორედ იქ მოეწყობა „ტოლერანტობის სამეზობლო“, გუგულის პატარა სახლებით, რომელიც სხვადასხვა ეთნოსის დამახასიათებელი ფერებითა და შტრიხებით იქნება მოსწავლეების მიერ გაფერადებული, იმ ეთნოსის დროშებით, რომლის წარმომადგენლებიც მრავლად ცხოვრობენ ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203