„ჩვენ ვიცავთ დედამიწას“ - ზანათის საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა
13-05-2021

„ჩვენ ვიცავთ დედამიწას“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანათის საჯარო სკოლაში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიება ბიოლოგიის მასწავლებლის ხელმძღვანელობითა და გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, ასევე სკოლის ადმინისტრაციის მონაწილეობით გაიმართა.

ღონისძიებაში ეკოკლუბ „მარად მწვანეს“ წევრები და სკოლის სხვა მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ წარმოადგინეს ნახატები, თუ როგორ წარმოუდგენიათ დედამიწა მომავალში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203