ცხუმარის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა
13-05-2021

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარის საჯარო სკოლაში, დედაენის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება ჩატარდა. 

მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მშობლიური ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობა აღნიშნეს.

მოსწავლეები ღონისძიებაში ინტერესით ჩაერთვნენ და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203