ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ხრესილის ბრძოლის 264 წლისთავთან დაკავშირებით, თანასკოლელებს ლექცია წაუკითხა
13-05-2021
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ, ლილე ფანჩულიძემ ხრესილის ბრძოლის 264 წლისთავთან დაკავშირებით თანასკოლელებს ლექცია წაუკითხა.

სკოლის აღსაზრდელები ლექციას დიდი ინტერესით უსმენდნენ. მათ ხრესილის ბრძოლის ისტორიის შესახებ ბევრი საინტერესო ფაქტი შეიტყვეს. 

ხრესილის ბრძოლა 1757 წელს, მეფე სოლომონ I-ის მეთაურობით ოსმალთა ლაშქრის წინააღმდეგ ხრესილის ველზე გაიმართა. სოლომონმა მტერი სტრატეგიულად მოხერხებულ ადგილას - ხრესილის მინდორზე შეიტყუა და სასტიკად დაამარცხა.

იხილეთ ფოტოები
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203