დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლაში დედაენის დღე შიდასაკლასო ღონისძიებით აღნიშნეს
13-05-2021

დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის II, VI, VIII, XI კლასის მოსწავლეებმა დედაენის დღე, პანდემიის გამო, მოკრძალებული შიდასაკლასო ღონისძიებით აღნიშნეს. მოსწავლეებმა ქართული ენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა -პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?..სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენი მშობლიური ენის მიწასთან გასწორებას…. ენა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს…“ - წმ. ილია მართალი (ჭავჭავაძე)“ - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203