ქუთაისის N23 საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო კონკურსში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
13-05-2021
ქუთაისის N23 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კონკურსში „შეცვალე მთხრობელი“ წარმატებას მიაღწიეს.
მოსწავლეებს: ნესტან ხუციძე-სიხარულიძეს, მარიკა ბაქრაძეს, ნათია ვეკუას, ქეთი მარუაშვილს, ნინო გაბისკირიას, თამარ ხონელიძეს, ბარბარე ხვადაგიანს, გიორგი ხვადაგიანს, გიორგი კეთილაძესა და გიორგი მატარაძეს „სულაკაურის გამომცემლობისგან“ სერტიფიკატები და წიგნებზე 20%-იანი ფასდაკლების ვაუჩერები გადაეცათ.
სკოლის აღსაზრდელებმა კონკურსის ფარგლებში შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინეს და სასურველ შედეგსაც მიაღწიეს.