ახალი საყულიის საჯარო სკოლის პედაგოგებმა ლიდერ მასწავლებელთა ტესტირება წარმატებით გაიარეს 
13-05-2021
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი საყულიის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლებმა, შორენა ქურასბედიანმა, ლალი გუგავამ, ნინო ფერცულიანმა და ნესტან ჯანელიძემ საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ლიდერ მასწავლებელთა ტესტირება წარმატებით გაიარეს.

სკოლა USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამაშია ჩართული.

პროგრამა მიზნად ისახავს მდგრადი, ინკლუზიური და მოსწავლეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო რეფორმების განხორციელებას. მის ფარგლებში დაგეგმილია თანამედროვე სასწავლო მეთოდების შემოღება და  ინტერაქტიული სასწავლო პროგრამების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა წიგნიერების, მათემატიკური აზროვნების, ამოცანის ამოხსნის და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას.
 
იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203