თბილისის N141 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მივიწყებული სააღდგომო ტრადიცია „ჭონა“ გაიხსენეს
თბილისის N141 საჯარო სკოლის მე-5დკლასის მოსწავლეებმა აღდგომის დღესასწაული აღნიშნეს. სკოლის აღსაზრდელებმა მივიწყებული სააღდგომო ტრადიცია „ჭონა“ გაიხსენეს და მის შესახებ საინფორმაციო ვიდეორგოლი მოამზადეს. მოსწავლეებმა ჭონაობასთან დაკავშირებული სიმღერებიც შეასრულეს.
ჭონა უძველესი ქართული სააღდგომო ტრადიციაა. ნიღბიანი შემსრულებლების გუნდი ჩამოივლიდა კარდაკარ, ოჯახებს ულოცავდა აღდგომის დღესასწაულს და საჩუქრად სააღდგომო კვერცხს იღებდა.
იხილეთ ვიდეო: